
სასტუმროს ტიპის ჰოლი
განსხვავებული სადარბაზო
"მწვანე უბანი ლისთან“ განვითარების მეორე ფაზაში გადავიდა. პროექტი მეტ მასშტაბურობას და შესაძლებლობებს იძენს. შპს გრინ დეველოპმენტმა განაშენიანების მეორე ფაზის - „ევროპული უბნის“ მშენებლობა დაიწყო, სადაც დაგეგმილია 12 დაბალსართულიანი სახლის და ერთი ფუნქციური შენობის მშენებლობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლი ნორმას 2.9-ჯერ აღემატება. მსოფლიოში ერთ წლამდე ასაკის 17 მილიონი ბავშვი ტოქსიკურ ჰაერს სუნთქავს. დაბინძურებული ჰაერი აზიანებს არა მხოლოდ ბავშვის განუვითარებელ ფილტვებს, არამედ შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ ჩამოუყალიბებელ ტვინს და შესაბამისად, მათ მომავალს. ის ფაქტი, რომ თბილისში სუნთქვა შეუძლებელი გახდა არ ნიშნავს, რომ მთელ თბილისში იგივე მდგომარეობაა. პროექტის- „მწვანე უბანი ლისთან“ განხორციელება ზემოთ აღნიშნული კვლევების სავალალო შედეგების გამო დაიგეგმა და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. „მწვანე უბნის“ უმთავრესი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა. მშვიდი და უსაფრთხო გარემოს მოწყობა ჩვენი შვილებისთვის.