3D
ტური
აირჩიე
ბინა
3D
img
კონცეფცია
ბინის შეძენის დროს ვითვალისწინებთ რამდენიმე ფაქტორს, რაც გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. მათ შორის: სიმყუდროვეს, ჰაერს, სიმწვანეს, სივრცეს, დაგეგმარებასა და პროექტს. ყოველივე, რასაც ვეძებთ იდეალური სახლის შესაქმნელად, მწვანე უბანს გააჩნია. „მწვანე უბანი ლისთან“ ზღვის დონიდან 700 მ-ზე მდებარეობს და წიწვოვანი ტყე აკრავს. აქ მუდამ იგრძნობა სუფთა ჰაერის მიცვლა-მოცვლა და ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი სასიამოვნოდ გრილა. „გრინ დეველოპმენტმა“ იდეაზე მუშაობის დროს ძირითადი აქცენტი მოქნილ ინფრასტრუქტურასთან ერთად მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე გააკეთა. ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან თავისუფალი, დაბალსართულიანი უბანი 25ჰა მიწის ნაკვეთზე არის გადანაწილებული, ევროპული არქიტექტურითა და ენერგოეფექტური სახლებით. უბანში დაგხვდებათ აქტიური, მეგობრული სამეზობლო, სკვერები, სპორტული და საბავშვო მოედნები, Car Free ზონები და ყველა პირობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის.
რატომ მწვანე უბანი ლისთან ?
ფასი
მწვანე უბანში ფასები კონკურენტულია... თეთრი კარკასის კონდიციით 1 კვმ-ს -1250 $-დან 1300$ მდე შეიძენთ . ერთიანი გადახდით, ან საქართველოს ბანკის განვადებით ბინის შეძენის შემთხვევაში 1 კვმ-ზე მიიღებთ - 100$-მდე ფასდაკლებას
img
img
ეკოლოგია
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი პირობა სუფთა ჰაერი და ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაა, რაც თავისთავად მწვანე საფარის უპირატესობაზე მიანიშნებს. პროექტის შესასრულებლად შეირჩა სწორედ ისეთი ლოკაცია ლისზე, რომელიც ზღვის დონიდან 700 მ-ზე მდებარეობს და ერთი მხრიდან აკრავს ბუნებრივად მწვანე წიწვოვანი ტყე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ საუკეთესო საცხოვრებელი გარემო ეკოლოგიურად სუფთა უბანში
ხარისხი
მშენებლობის ყველა ეტაპზე ვიყენებთ მოწინავე ბრენდების თანამედროვე მასალებს, როგორც კონსტრუქციის ნაწილში, ასევე გარე ფასადის დათბუნებისა და შიდა მოპირკეთების დროს. ასევე აღსანიშნავია, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები , რომლებიც ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს
img
img
ინფრასტრუქტურა
მწვანე უბნის საცხოვრებელი გარემო მაქსიმალურად არის მორგებული მაცხოვრებლის საჭიროებებსა და სურვილებზე. მაგალითისთვის, უბნის გეგმარების დროს მაქსიმალურად ვცდილობთ შიდა ეზოებში შევზღუდოთ ა/მანქანების შესვლა და ყველა კორპუსის მიმდებარედ მოვაწყო სკვერები თუ საბავშვო მოედნები. სწორედ ამიტომ, ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოისურვოს, კომპლექსიდან 5-10 წუთის სავალზეა. რაც ყველაზე მთავარია ბინას მოყვება მშვიდი და მეგობრულო ეკო უბანი ევროპული არქიტექტურით და ხარისხით. სტადიონი სამი ერთში. საბავშვო და გასართობი სივრცეები. ღია და დახურული პარკირების ადგილები , სკვერები და ველობილიკი.
უბნის მოვლის სერვისი
სერვისის ფარგლებში ხდება უბნის ინფრასტრუქტურის მოვლა და ტექნიკური მხარდაჭერა. ასევე საერთო სარგებლობის სივრცეების დასუფთავება და უსაფრთხოების მონიტორინგი.
img