3D
ტური
აირჩიე
ბინა
3D
img
დეველოპერი
კომპანია „გრინ დეველოპმენტი“ საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე 2004 წლიდან არის წარმოდგენილი და არაერთი პროექტი აქვს შესრულებული. „მწვანე უბანი ლისთან“ კომპანიის მიმდინარე მსხვილი პროექტია. პროექტის განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო და ევროპული სტანდარტების ენერგოეფექტური, დაბალსართულიანი ( მაქს. 5 სართული) განაშენიანებით სამ ეტაპად მიმდინარეობს. ამჟამად „მწვანე უბანი ლისთან“ განვითარების მესამე ფაზაში „ევროპული უბანი-2“ მშენებლობითაა დაკავებული, სადაც დაგეგმილია რამდენიმე დაბალსართულიანი კორპუსის და ფუნქციური შენობების (კომერციული, საოფისე და პარკინგის ) მშენებლობა.
  • #154 თბილისი, აღმაშენებლის გამზირი
    სავაჭრო ცენტრი „დანიური სახლის“ განვითარება;
  • #154 თბილისი, აღმაშენებლის გამზირი
    „მწვანე ოფისის“ საოფისე ცენტრის განვითარება და მართვა;
  • #83 თბილისი, ჯავახიშვილის ქ
    საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და განვითარება;
  • ქობულეთი
    მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი „ქობულეთის ფიჭვნარის“ მშენებლობა და განვითარება;
  • თბილისი - #14 ვაზისუბნის ქ.
    თანადაფინანსება და განვითარება;
  • თბილისი – ფიქრის გორა, #9 ს.ჭიაურელის ქ.
    საცხოვრებელი კორპუსის თანადაფინანსება და განვითარება;
  • ბაკურიანი
    სასტუმრო კომპლექსის განვითარების კონცეფციის შექმნა და თანაინვესტირება
  • საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე უბანი ლისთან"
    ლისის ტბის მიმდებარედ საქალაქო ტიპის დასახლების განვითარება.
„მწვანე უბანი“ ამჟამად 16 დასრულებულ კორპუსსა და 15“თაუნჰაუსს“ აერთიანებს, სადაც 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. ენერგო ეფექტურობა, მაღალი ხარისხის მშენებლობა, ევროპული ინფრასტრუქტურა, ბინების ჩაბარების შემდგომი მომსახურება მწვანე უბნის კომპლექსს საქართველოს ბაზარზე გამორჩეულს ხდის.
img
ზემოაღნიშნული პროექტების გარდა, დღეისათვის ჯგუფი წარმატებით მონაწილეობს ევროპის სხვადასხვა ქალაქში დეველოპერული პროექტების განვითარებაში.
img